ლევან დავითაშვილი: 2012 წელთან შედარებით, აგროსასურსათე პროდუქციის გამოშვება 60 %-ით გაიზარდა

„2012 წელთან შედარებით, აგროსასურსათე პროდუქციის გამოშვება 60 %-ით გაიზარდა და 11 მილიარდ ლარს მიაღწია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში – “სოფლის მეურნეობა რიცხვებში”.

დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უარყოფითი სალდო აგროპროდუქციის იმპორტ-ექსპორტშიც.

“2012 წლისთვის, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვქონდა აგრო სასურსათე პროდუქციისა, დღეს კი ეს 200 მილიონზე ოდნავ მეტია”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი განმარტებით, ნახევარი მილიარდი,რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, იყო ერთგვარი ბერკეტი და წამახალისეფელი ფაქტორი, რომ სოფლის მეურნეობას ინვესტიციები მოეზიდა.

„2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში შემცირდა, დაახლოებით, 10%-ით ეს არის ის რეალური მონაცემები, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში. ჩვენს შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში, დაახლოებით, 15 %-ით გაიზარდა, ხოლო 20 %-ით გაიზარდა მიმდინარე ფასებში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები