ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620-630-ია, საიდანაც 80 თავისუფალია.

მისივე თქმით, ის პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მსუბუქი ან უსიმპტომოა, გარდა ხანდაზმულებისა და ბავშვებისა, სახლში ან კოვიდკარანტინში განაგრძობენ მკურნალობას.

„დღეს მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების 1%-ია კრიტიკული. დაახლოებით, 10%-მდე არის მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი 90%-მდე არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. საქართველო არ არის ამოვარდნილი ამ საერთო სურათიდან. ჩვენთან პროტოკოლით, სახლში მკურნალობა შესაძლებელია, ძირითადად, მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევებისა. ვისაც სახლში არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ის ადამიანები გადადიან კოვიდკარანტინში. თუმცა, კოვიდკარანტინსა და სახლში ხანდაზმულები და ბავშვები არ გადადიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები