ამირან გამყრელიძე: მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია

“კორონავირუსის საშუალო ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 4,94 გვაქვს, რაც საყურადღებო მაჩვენებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია.

„რაც შეეხება ინციდენტობის მაჩვენებელს, ინფიცირებულთა ზრდის გამო, ბოლო 14 დღის განმავლობაში, საშუალო ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში გვაქვს 4,94, ანუ ხუთიან ზღვარს მივუახლოვდით. ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ, ამავე დროს, დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს პროცესი სრულად მართვადია. ინფიცირებულთა ზრდა არის, ძირითადად, აჭარის ხარჯზე, თუმცა, სხვა რეგიონებშიც აღინიშნება ზრდა. მოსალოდნელია, კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე – არამხოლოდ ჩაკეტვები და განსაკუთრებულად გამკაცრებული ღონისძიებები, არამედ ბალანსირებული მიდგომა, როდესაც თანდათან ეკონომიკას ხსნის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ამავე დროს, ბალანსია ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს შორის, რომ ჯანდაცვის სექტორი დროულად პასუხობს ახალ ინფიცირებულებს და, შესაბამისად, მათ მართავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები