ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დღემდე ჩატარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია ჩატარებული.

მისივე თქმით, ტესტირების დინამიკა აგვისტოს თვიდან იზრდება.

„ქვეყანაში დღემდე ჩატარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი. ტესტირების დინამიკა არ მცირდება და ბოლო 1 თვის მონაცემებს მოგახსენებთ: 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5 568 „პისიარ“ ტესტი. 4-დან 13 სექტემბრამდე ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი იყო 8 466 ტესტი. 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საშუალოდ გვაქვს 10 232 ნიმუში ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ტესტირების დინამიკა არის მზარდი, აქ დამალული არაფერი არ არის და არის ზრდის დინამიკა, თუმცა, ლაბორატორიები საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ, აჭარაში გარკვეული დაგვიანებაც გვქონდა და ამ ადამიანებს ბოდიშიც მოვუხადე. ამასთან, ყველა ადამიანს, ვისაც ტესტს აუღებენ, აფრთხილებენ, რომ სანამ პასუხს მიიღებს სასურველია, თვითიზოლაციაში იყოს, რომ თუ მას დადებითი პასუხი მოუვა, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები