სოხუმში კოვიდ 19-ის ტესტზე რიგები ახალი “კლასტერების” რისკს იწვევს (ვიდეო)

სოხუმის მოსახლეობა კოვიდ 19-ზე ანალიზის ჩაბარების პუნქტთან ელემენტარული კომფორტის შექმნას ითხოვს.

სოციალურ ქსელში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ცენტრთან რიგია.

თვითმხილველების ინფორმაციით, 23 სექტემბერს ცენტრთან დილის 08:00 საათზე 50-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხი სკამების არარსებობას ჩივის, ასევე, საუბრობენ, რომ რიგში სიცხეში უწევთ დგომა.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, მჭიდრო რიგში დგანან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ტემპერატურა აქვს, რაც, თავის მხრივ, ახალი “კლასტერის” გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, 23 სექტემბრის მდგომარეობით, 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 1116 ინფიცირებულია.

ასევე, გუშინ ვირუსს მერვე პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები