გიორგი გახარია: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ ე.წ. მწვანე ზონაში რჩება.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

“მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა, თუმცა, ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ღია და გულწრფელები ვიყავით. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების შემთხვევების ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით – აჭარაში. თუმცა, ეს იყო პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. საქართველო დღესაც მწვანე ქვეყანად რჩება”, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები