კახა კალაძე: ავჭალაში პარკი გაშენდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, ავჭალაში პარკი გაშენდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული მწვანე სივრცეების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 ჰექტარი ტერიტორია იქნა მოძიებული და „აზიის განვითარების ბანკთან“ მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება ამ პარკის დაპროექტება და მოწყობა. ძალიან მიხარია, რომ ავჭალაშიც მოხდება საუბნო პარკის გაშენება. მარტივად შესაძლებელია, ნახოს ადამიანმა, განსაკუთრებით – ზაფხულის დღეებში, როდესაც კარგი ამინდებია, პარკები, ეზოები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, სავსეა ყველა თაობის ადამიანით. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. სიმწვანე ძალიან უხდება თბილისს. საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა“, – განაცხადა კალაძემ.