7 მასწავლებელი, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი – ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კოვიდინფიცირების 12 ფაქტი დადასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. დაინფიცირებულებს შორის არიან, 7 მასწავლებელი, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ფსიქოლოგი ბინაზე მკურნალობს და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, დანარჩენი ინფიცირებულები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები