თამარ გაბუნია: სწავლის დაწყების თარიღისა და ფორმის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ შეცვლილა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სწავლის დაწყების თარიღისა და ფორმის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
თუმცა, როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შესაძლებელია, პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს.
„ უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ.