თამარ გაბუნია: დღეისთვის უკვე მობილიზებულია 31 კლინიკაში 2522 საწოლი

“ჯანდაცვის სისტემის, საწოლფონდის მზაობა კორონავირუსის შემთხვევების მოსალოდნელი მატებისთვის მნიშვნელოვანია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის, უკვე 31 კლინიკაში 2 5 22 საწოლია მობილიზებული.

“ჯანდაცვის სისტემის, საწოლფონდის მზაობა შემთხვევების მოსალოდნელი მატებისთვის მნიშვნელოვანია. უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების ნაკადების მართვა შესაფერისად მოხდეს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხის მართვის პროცესებზე და იმაზე, რომ ახალი კლინიკები, რომლებიც ჩაერთო პროგრამაში და დღეისთვის უკვე მობილიზებულია 2 522 საწოლი 31 კლინიკაში. ახალ კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაციები კოვიდის მართვაში გამოცდილი ექსპერტებისგან”,- განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები