ქუთაისში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს გულ-მკერდის არეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა

ქუთაისში დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც “რეგიონულ კვირას” ქუთაისის რეფერალური კლინიკის ექიმმა, ირაკლი გოგინავამ განუმარტა პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

“კვლავ სტაბილურად მძიმეა ოცი წლის ბიჭის მდგომარეობა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა გულმკერდის არეში. ამ დროისთვის, ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და უტარდება შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები