ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ექიმის თქმით, პაციენტი ინფიცირებული იყო, თუმცა, ის მძიმე ხარისხის ინსულტის გამო გარდაიცვალა.
საქართველოში დღეს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლამდე ქალიც, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები