კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა. 21-ე პაციენტი ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ბათუმიდან იყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, ასაკოვან ქალს სხვადასხვა თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

დეტალურ ინფორმაციას კლინიკა მოგვიანებით  გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები