განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები შეიქმნა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტრუქტურულ რეფორმირებას აგრძელებს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები შეიქმნა.

შსს-ს ინფორმაციით, მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები.

“დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყვინთავ მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

შეხვედრას დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები დისტანციურად დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები