“ვურჩევ “ნაცმოძრაობის” ყველა განაყოფს და ე.წ. ჟურნალისტს, ყურადღებით გაეცნონ ოდესის არჩეული მერის მიერ უკრაინის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, რომელიც მათი მარკირებული დეზერტირი ბელადის უმძიმეს ახალ კორუფციულ საქმიანობას ეხება”

“ნაციონალების სკოლა გავლილ, ე.წ. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მხრიდან ავადმყოფური ბრალდებები და ინსინუაციები არახალია, ძველია. ამჯერად გვამცნეს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ლათინურ ამერიკაში ფორმალური და არაფორმალური მმართველობა დაუმყარებია და თან ისე გასჭირვებია, რომ 40 ტონა მარიხუანა მოუყვანია, ალბათ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით“, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველი “ნაციონალური მოძრაობის” ყველა განაყოფს და ე.წ. ჟურნალისტს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ ოდესის არჩეული მერის მიერ უკრაინის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, რომელიც მათი მარკირებული დეზერტირი ბელადის უმძიმეს ახალ კორუფციულ საქმიანობას ეხება.

„ნაციონალების სკოლაგავლილ, ე.წ. ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მხრიდან ავადმყოფური ბრალდებები და ინსინუაციები არახალია, ძველია. ამჯერად გვამცნეს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს ლათინურ ამერიკაში ფორმალური და არაფორმალური მმართველობა დაუმყარებია და თან ისე გასჭირვებია, რომ 40 ტონა მარიხუანა მოუყვანია, ალბათ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით. თითოეული მორიგი ინსინუაციის შემდეგ მრავლის მნახველი ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე შეიძლება ფიქრობს , რომ ამ ხალხს და მათ დამფინანსებლებს, ცხადია, სინდისი არ გამოაფხიზლებს, მაგრამ თავიანთი ჭუჭყიანი საქმიანობის უიმედობას მაინც მიხვდებიან. ეს არ მოხდება: ასევე გააგრძელებენ. ამ ფორმის და სიმძიმის დაავადებები არ იკურნება. შიზოფრენიის რთული ფორმა, რომელიც ჟანრის კრიზისის ფონზე გაუმწვავდათ, 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის მათი დამფინანსებლებისათვის კრიტიკული გახდება! მანამდე კი, დაბეჯითებით ვურჩევ ნაციონალური მოძრაობის ყველა განაყოფს და ე.წ. „ჟურნალისტს“, ყურადღებით გაეცნონ ოდესის არჩეული მერის მიერ უკრაინის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს, რომელიც მათი მარკირებული დეზერტირი ბელადის უმძიმეს ახალ კორუფციულ საქმიანობას ეხება“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები