ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას კლასით აჯობა
„ფეხბურთში სუსტი გუნდი ძლიერს რომ ხვდება და პირწმინდად აგებს, ამბობენ – კლასით აჯობაო!”, – ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლა. მინისტრი საკანონმდებლო წესით ინტერპელაციის წესით იმყოფება.
“არადა, თამაშამდე შეიძლება, თავს იიმედებდი, რომ იქნება და, რა იცი, იქნება და, მოვუგოთ, ბურთი მრგვალია, ყველაფერია შესაძლებელი და ა.შ. აი ასე, ზუსტად რომ კლასით აჯობა დღეს ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელსაც, წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევის ნაცვლად, წნევამ თუ აუწიათ.
ამჯერად რიცხვების მოშველიების სურვილიც არ მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ეკონომიკას”, – განაცხადა ექსპერტმა.