“თურნავას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა”
„ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში დღევანდელი გამოსვლიდან ნათელია, რომ მთავრობას ხელი უდევს ქვეყნის განვითარების პულსზე, ხდება პანდემიის ეფექტური მართვა მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შემთხვევების გაზრდილი რიცხვი“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
ექსპერტის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ქვეყნების ეკონომიკის ვარდნა პირდაპირ ბმაშია ვირუსთან ბრძოლის ეფექტურობასთან.
„მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ეკონომიკების ვარდნა, დაახლოებით, 10 პროცენტი იქნება, ჩვენთან ეს ვარდნა ორჯერ ნაკლებს – წლის ბოლოსათვის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ამ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.
თურნავა არგუმენტირებულად პასუხობს ოპოზიციის კითხვებს, მათ შორის, გადასახადების შემცირებასა და იმ შესაძლო ეფექტზე, რამდენი შეძლება, დაკარგოს ბიუჯეტმა ზოგიერთი გადასახადის გაუქმებით ან შემცირებით”, – აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.