საქართველოში ვიზიტორთა რიცხვმა 14,1%-ით მოიმატა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი 2014 წლის იანვრის თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის ვიზიტორების რიცხვი გასული წლის ანალოგიურ დროსთან 14,1% ით გაიზარდა.
„ამა წლის იანვარი 319 499 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 122 714 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%); ბ) ტრანზიტი – 53 241 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 67%); გ) სხვა – 143 544 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,5%)“, – აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს განცხადების თანახმად, 2014 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან შემოვიდა და მან -13,6% შეადგინა, აზერბაიჯანიდან (+21,1%), სომხეთიდან (+44,9%), რუსეთიდან (+54,9%), უკრაინიდან (+72,3%) და ირანიდან (-17%) განხორციელდა.
სტატისტიკის მიხედვით, დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულიქ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. ამ ქვეყნებიდან, საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლებით, იანვარში პოლონეთი, იტალია და ლატვია (შესაბამისად – 163%, 16%, და 14%) გამოირჩნენ, შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (15%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიისა და მოლდოვას მოქალაქეები – 48% და 23%–იანი მატებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები