უფლისციხეში, აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო ცენტრ „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით, ​მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები