უგანდის ციხიდან 200-ზე მეტი, განსაკუთრებულად საშიში პატიმარი გაიქცა
უგანდის ციხიდან განსაკუთრებულად საშიში 219 პატიმარი გაიქცა, – ამის შესახებ გაზეთი Nation-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გაქცევა ქალაქ მოროტოს ციხიდან მოხდა.
პატიმრებმა იარაღი და საბრძოლო მასალები მოიპარეს, ბადრაგი მოკლეს და მიიმალნენ.
აღსანიშნავია, რომ მათ ყვითელი ფორმები გაიხადეს, რათა მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს. ისინი, სავარაუდოდ, ჯუნგლებში იმალებიან.
ადგილზე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.