პარიზში მოსახლეობა მთავრობის გეგმას აპროტესტებს, რომელიც პანდემიის შემდგომი პერიოდის აღდგენით ღონისძიებებს უკავშირდება
პარიზში საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
პროფკავშირების მოთხოვნებია დასაქმება, ხელფასები და პენსიები.
ეს ის საკითხებია, რომლებიც საფრანგეთის საზოგადოებას ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ფონზე აწუხებთ. ასევე, პროფკავშირები მთავრობის ეკონომიკის აღდგენის 2021 წლის განახლებულ გეგმას აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, აღნიშნული გეგმის ზოგიერთი პუნქტი სკანდალურია.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჟან კასტეკქსი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მთავრობის გეგმას უფრო კონკრეტულად წარადგენს.