“თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა”

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თანამშრომელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა.

“მერიამ გაატარა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რაცაა დეზინფექცია და მასთან კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაციაში გადასვლა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა”, – განუცხადეს “კვირას” თბილისის მერიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები