ყაზახეთმა საკუთარი ვაქცინის ცდა დაიწყო
ყაზახეთში “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
პრეპარატის სახელწოდებაა QazCovid-in, ის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.
“პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში მოხალისეთა ვაქცინაცია მოხდება. ჯანმო-მ ამის ნებართვა მოგვცა”, – ნათქვამია განცხადებაში.
15 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყაზახური ვაქცინა კანდიდატი პრეპარატების ნუსხაში შეიყვანა, 29 აგვისტოს კი კლინიკური ცდებისთვის დაშვებულად ცნო.