რადიო „მუზას“ საეთერო სიხშირიდან გაქრობა ემუქრება

   რადიო „მუზის“ თანამშრომლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო „მუზის“ ხელმძღვანელი პირები დღეს, 14.30 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც „კვირას“ რადიო „მუზის“ ტექნიკურმა მენეჯერმა დავით ხოსიტაშვილმა განუცხადა, კულტურის სამინისტროს იურისტების დაშვებული შეცდომის გამო, რადიო „მუზას“ ლიცენზიის გაუქმება და საეთერო სიხშირიდან გაქრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები