მამუკა მდინარაძე: იმდენად არასერიოზულია სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მგონი, უნდა დავანებოთ თავი

“იმდენად არასერიოზულია მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მე მგონი, თავი უნდა დავანებოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„3%-და 4%-იანი მხარდაჭერა აქვს ამ კაცს და გამოდის, ამბობს – „მე რომ პრემიერი ვიქნებიო”. არ მიყვარს ხოლმე მათ ავადმყოფურ გამოვლინებებზე ლაპარაკი, მაგრამ სერიოზული კომენტარი ამ ფსიქიკურ გადახრებზე უკვე შეუძლებელია. იმდენად არასერიოზულია სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რაღაც პრობლემები აქვს უკვე და თავისი ეყოფა, მე მგონი, უნდა დავანებოთ თავი. თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გამოდის და ამბობს – „ჩამოვალ”, „ბოდიში”, „დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ უნდა ჩამოვიდე”. არასერიოზულია ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთება”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები