ბრეივიკმა ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით ნორვეგიის პენიტენციურ უწყებას მიმართა

ნორვეგიელმა ტერორისტმა, ანდრეს ბრეივიკმა, რომელიც სასჯელს 2011 წელს ჩადენილი მასობრივი მკვლელობისთვის იხდის, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი შეიტანა.

ამის შესახებ გაზეთ Verdens Gang-ს ბრეივიკის ადვოკატმა, ეისთაინ სტურვიკმა უამბო.

“მისი სახელით განაცხადი შევიტანე”, – თქვა მან და დასძინა, რომ ბრეივიკს ასეთი მოთხოვნის უფლება აქვს. ამ დროისთვის მას უკვე 8 წელი აქვს მოხდილი, ჯამურად, 21 წელი აქვს მისჯილი.

2011 წლის 22 ივ­ლისს ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­სა დედაქალაქ ოსლოში ბრეივიკმა ორმაგი ტერაქტი ჩაიდინა, რასაც,  ჯამურად, 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტერაქტი საქართველოსაც შეეხო, მას 23 წლის თამთა ლიპარტელიანი შეეწირა, რომელიც თავდასხმის დროს კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო კიდევ ერთი ქართველი  – ნათია ჩხეტიანი.

22 ივლისს ოსლოდან 30 კი­ლო­მეტრში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე (კუნ­ძულს მხო­ლოდ 700 მეტ­რი აშო­რებს მა­ტე­რი­კი­დან), მუ­შა­თა პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში 800-მდე მო­ზარ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და ​(მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნე­ბი­დან გახ­ლდათ”, სადაც პო­ლი­ცი­ის­ფორ­მი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, ბრეივიკი გა­მოჩ­ნდა.

პირ­ვე­ლი, ვინც “სტუ­მარს” შეხ­ვდა, კუნ­ძუ­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ქალი იყო. პო­ლი­ცი­ელ­მა მას მოწ­მო­ბა წა­რუდ­გი­ნა და უთხრა, რომ ოს­ლო­ში მომ­ხდა­რის გამო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად კუნ­ძულ­ზე ინ­სტრუქ­ტა­ჟის­თვის ჩა­მო­ვი­და. მას­პინ­ძელ­მა ოს­ლო­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ამ­ბე­ბი გა­მოჰ­კი­თხა, მაგ­რამ რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლის არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და დაბ­ნე­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი მო­ის­მი­ნა, ყოყ­მა­ნი და­ე­ტყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბრეივიკმა ის ერთი გას­რო­ლით მოკ­ლა.

შემ­დეგ, ბრეივიკმა ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში შეკ­რი­ბა და სრო­ლა დაიწყო.

ტე­რო­რის­ტმა, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს უმო­წყა­ლოდ ხო­ცავ­და, მხო­ლოდ ორი ახალ­გაზ­რდა და­ინ­დო: ერთი – 11 წლის ბიჭი, რო­მელ­საც მამა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და მე­ო­რე, რო­მე­ლიც და­ჩო­ქი­ლი ემუ­და­რე­ბო­და, – არ მომ­კლაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები