ამირან გამყრელიძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აჭარაში დაავადების ლოკალიზება დროულად მოვახდინოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აჭარაში კორონავირუსის დროული ლოკალიზება მოხდეს.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო, ჯერჯერობით, კვლავ ე.წ. მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში რჩება.
“საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის რეგიონში. ეს პროგნოზულად კარგია. საქართველო ისევ მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაშია. აჭარაში ტარდება ღონისძიებები, რომ არ მოხდეს დაავადების გატანა სხვა რეგიონებში. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად მოვახდინოთ დაავადების ლოკალიზება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც 37 აქვს ტემპერატურა ყველამ გაიკეთოს ტესტირება. უნდა აღინიშნოს, რომ ტარდება მკაცრი თერმოსკრინინგი”, – განაცხადა გამყრელიძემ.