ოკუპანტები სოფელ ნიქოზთან მავთულხლართებს ავლებენ

საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეები ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ე.წ საზღვრის დემარკაციის სამუშაოებს ოკუპანტები ბოლო 10 დღეა, ინტენსიურად ეწევიან. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცში სათვალთვალო კოშკურა, სოფელ ხურვალეთში რკინის ბოძები, ხოლო სოფელ ნიქოზში დამატებითი მავთულხლართები დაამონტაჟეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები