შსს-ს 2 თანამშრომელსა და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელსა და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.
დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები