საქართველოს საგარეო უწყება სოჭის ოლიმპიადაზე დასწრების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალურად ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის (2014 წლის 7-23 თებერვალი) ქ. სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს სოჭში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ასევე, სოჭში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ “შვეიცარიის სახლში” საქართველოს მოქალაქეებისთვის იმოქმედებს “ცხელი ხაზი”: +7 926 422 96 49, +7 926 326 45 25. საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ასევე იმუშავებს მოსკოვში მოქმედი შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში: +7 926 926 27 40 და თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: +995 32 294 50 50, +995 577 98 40 20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები