საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 1412-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია  6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები