თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხებათ:

მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, არსენასა და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის, ტაბახმელასა და წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლისა და ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლისა და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები