საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი – მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში – ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი – ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.
სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასა და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვადასხვა ლაბორატორია.