პარლამენტის შენობასთან სასწავლო პროცესის გადადება და ონლაინსწავლება გააპროტესტეს

საზოგადოების ნაწილმა, კერძო სკოლის წარმომადგენლებმა, მოსწავლეების მშობლებმა გაუარესებული ეპიდვითარების გამო სასწავლო პროცესის გადადება პარლამენტის შენობასთან გააპროტესტეს.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილების მოთხოვნაა, რომ სკოლებს მიეცეთ საშუალება, ინდივიდურად გადაწყვიტონ სასწავლო პროცესის დაწყება.

აქციის მონაწილეებს უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.
ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო მონიტორინგს ატარებს იმაზე, თუ როგორ გაგრძელდეს დისტანციური სწავლების პროცესი.

“განათლების სამინისტრო, ასევე, მუნიციპალურ დონეზე საგანმანათლებლო რესურსცენტრები, თვალ-ყურს ადევნებენ იმ პროცესებს, რომლებიც დღეს დაიწყო – როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რამდენად არის დაცული ყველა ის სანიტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. ამ მიმართულებით, გაზაფხულზე სისტემამ საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო, ახლა კი უფრო ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა და მარეგულირებელი დოკუმენტები. მიმდინარეობს მონიტორინგი იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება დისტანციური სწავლების პროცესი”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები