ლევან ნიკოლეიშვილი: ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა “ნაცკლასტერის” მიერ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება
“თავად ავადმყოფობის ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა “ნაცკლასტერის” მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება!”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან, მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას” ზუგდიდელი ხალხი კარგად იცნობს.
“არა, ხომ ფაქტია, რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა, მითხარით, ჩვენთვის – ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში “ამხელა” ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წარადგინა, გახსოვთ ალბათ, დამარცხებული სანდრა რულოვს-სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებს ხმლითა და საყოველთაო არეულობით. ახლა, როგორც ჩანს, ბელადის ავადმყოფურ და ავანტურისტულმავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა- გიული ალასანია გამოიყვანა… ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტრევთ კიდევ ერთხელ კისერს: არაფერი გამოვა ამ საქმიდან, გარდა კიდევ ერთი შერცხვენისა და დამარცხებისა… რატომ? მარტივად- ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ზუგდიდელებს უკვე ძალიან კარგად გიცნობენ !”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.