“მასწავლებლები და მშობლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს” – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გარკვეულ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
“ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებსა და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს.
ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი.
სწორედ ამიტომ, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციები, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ახლა!
– რეკომენდაცია სკოლებისთვის: https://bit.ly/2FGjngg
– რეკომენდაცია მოსწავლეებისა და მშობლებისთვის: https://bit.ly/2FumuIi”-აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.