ლუკაშენკომ პუტინს “წესიერებისთვის” მადლობა გადაუხადა
ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს “ადამიანობისა” და “წესიერებისთვის” მადლობა გადაუხადა.
“პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა გადაგიხადოთ არა იმისთვის, რომ ჩვენ შეთანხმებებს ვასრულებთ, ეს ბუნებრივია. თქვენ ძალიან წესიერად, ადამიანურად მოიქეცით. ამიტომ, პირადად გიხდით მადლობას და რუსეთის ყველა მოქალაქეს, ყველა იმას, აღარ ჩამოვთვლი, ვინც მონაწილეობდა ჩვენს მხარდაჭერაში არჩევნების შემდგომ პერიოდში”, – თქვა ლუკაშენკომ სოჭში, სადაც ვიზიტით იმყოფება.
ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთი ბელორუსს კრედიტის სახით 1,5 მლრდ დოლარს გამოუყოფს.