ბექა ფერაძე: აჭარის რეგიონში გაფრთხილება 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა

„აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამურად, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება, ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო.

„აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამურად, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი იყო ვითარება, თუმცა, კიდევ ერთხელ განემარტათ მეწარმე სუბიექტებს რეგულაციები და ხელმოწერით დაადასტურეს ნაკისრი ვალდებულებების გაცნობა. გარდა ამისა, დაახლოებით, 150 ობიექტზე განვახორციელეთ ზედამხედველობა და მოხდა მათი გაფრთხილება, ასევე, გეგმური მონიტორინგი. ბარების, კლუბების, რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტების შემოწმებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა და ამ მიმართულებითაც ვითარება დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს და სავაჭრო ობიექტებს, ჩვენი მხრიდან მოხდა გადამოწმება მსხვილი სავაჭრო ობიექტების ისევე, როგორც სხვადასხვა სასურსათო მაღაზიის და დადგინდა, რომ 8 ობიექტიდან დაჯარიმდა ერთი ბიზნეს სუბიექტი, სხვა მიმართულებით აღინიშნებოდა მცირეოდენი ხარვეზები, სადაც მოხდა გაფრთხილება და რეკომენდაციების კიდევ ერთხელ განმარტება. ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქალაქეების მხრიდან პირბადის გამოყენებაზე თავის არიდება ხდება და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, მერიის და შრომის ინსპექციის მიერ სამი დღის განმავლობაში 927 საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის გამოყენების თაობაზე. აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, რადგან მიუხედავად დაწესებული რეგულაციებისა, მაინც ჩატარდა ღონისძიებები და ამ მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით სულ 20 მეწარმე სუბიექტია დაჯარიმებული”, – განაცხადა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები