ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი, დაახლოებით, ერთ წელს არსად გაქრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი, დაახლოებით, ერთ წელს არსად გაქრება.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ, სიფრთხილე აუცილებელია.

“კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კორონავირუსი არსად გაქრება, დაახლოებით, ერთ წელს, თუმცა, დიდი “ლოქდაუნები” აღარ იქნება, ეს არსად ხდება – გარდა იმ წერტილოვანი ადგილებისა, სადაც სიმწვავეა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ეკონომიკა უნდა გაცოცხლდეს. შემთხვევების რაოდენობა გვექნება, ამას ვერსად გავექცევით. ყოველდღიურ ცხოვრებას სიფრთხილით უნდა დავუბრუნდეთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები