ამირან გამყრელიძე: დიდი “ლოქდაუნი” მოსალოდნელი აღარ არის

“კორონავირუსი არსად  გაქრება, დაახლოებით, ერთ წელს, თუმცა დიდი “ლოქდაუნები” აღარ იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებას სიფრთხილით უნდა დავუბრუნდეთ.

“კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კორონავირუსი არსად  გაქრება, დაახლოებით, ერთ წელს, თუმცა, დიდი “ლოქდაუნები” აღარ იქნება, ეს არსად   ხდება  – გარდა იმ წერტილოვანი ადგილებისა, სადაც სიმწვავეა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ეკონომიკა უნდა გაცოცხლდეს. შემთხვევების რაოდენობა გვექნება, ამას ვერსად გავექცევით. ყოველდღიურ ცხოვრებას სიფრთხილით უნდა დავუბრუნდეთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები