ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ “მწვანე ზონაშია”, თუმცა, ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან მიმართებით, ჯერჯერობით, მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში რჩება.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია. ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო “მწვანე ზონაში” რჩება, თუმცა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ, ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებლით გვქონდა 4 665, სექტემბერში 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები