თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და “ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.

ქობესაშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები დღეს თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ.

„როდესაც პროკურატურას დავტოვებთ, მივდივართ იმ ტერიტორიაზე. ასევე, იქნებიან ოჯახის წევრები და მოხალისეები, ვისაც სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს, შევისწავლით ყველა საეჭვო ადგილს, შესაძლებელი იყო თუ არა, ვიდეო სათვალთვალო კამერებისთვის გვერდი აევლოთ და ისე გადაეადგილებინათ მანქანა“, – განაცხადა ქობესაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები