მედია: ირანის მთავრობა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას გეგმავს

ირანის მთავრობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩზე, ლანა მარკსზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავს, რაც ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხო ნაბიჯი შეიძლება იყოს.

ამის შესახებ Politico აშშ-ის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის, რომ ლანა მარკს საფრთხე ემუქრება, აშშ-ის დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან იცის, თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს. კერძოდ, დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ შეთქმულებაში მონაწილეობა შესაძლოა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ირანის საელჩომ მიიღოს.

მაკსის სამიზნედ აღება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ელჩის დონალდ ტრამპთან დიდი ხნის მეგობრობას.

თუმცა, Politico-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ დიპლომატზე თავდასხმა შესაძლოა, იყოს შურისძიების ერთერთი ვარიანტი.

ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია აშშ-ის სპეცრაზმის მიერ 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ახლოს მოხდა. ამ ხნის მერე ირანი არაერთხელ დაემუქრა შტატების ადმინისტრაციას, რომ მომხდარის გამო შურს იძიებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები