გიგა ბოკერია: NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო
„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აფასებს.
ბოკერიას თქმით, საქართველოს მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია.
„მთავარი გზავნილი, რაც ამ კვლევაშია, არის დაკვეთა გარდამტეხ პირობებში. საჭიროა ვითარების შეცვლა. სრულიად საპირისპირო სურათია იმისა, რაც ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი შეიცვლება. ცვლილებებია მოსატანი ქვეყანაში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით“, – განაცხადა ბოკერიამ.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).