აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

“ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები