მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 109 გახლავთ აჭარა, ბათუმი კვლავ რჩება საყურადღებოდ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან დიდი ნაწილი, 109 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა და ბათუმი კვლავ საყურადღებო წერტილად რჩება.

„ახალი შემთხვევებიდან 109 გახლავთ აჭარა, ბათუმი კვლავ რჩება საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და მათი მოვლა შესაბამისი რეგულაციებით. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება აჭარაში, ბათუმში დაავადების გავრცელების ლოკალიზება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები