შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

    შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი – 1971 წელს დაბადებული ზურაბ კ. ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენ ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაეცა.
შს სამინისტროც ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ კ-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა.
ზურაბ კ-მ გაყალბებული საკრედიტო ბარათების რეალიზაცია თურქეთის რესპუბლიკაში სხვა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში, სადაც სავაჭრო ობიექტებში, ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი საკრედიტო ბარათებით განაღდებული თანხა, პორტატიული და პერსონალური კომპიუტერები, ასევე, ბარათის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები