ჯანმო-მ კორონავირუსის დღიური რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთ დღეში მსოფლიოში 307 930 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათი უმრავლესობა ინდოეთზე მოდის – 94,3 ათასი, აშშ-ში – 45,5 ათასი და ბრაზილიაზე – 43,7 ათასი.

ასევე, ესპანეთში 12,1 ათასი და არგენტინაში 11,5 ათასი ახალი ინფიცირებულია.

გარდა ამისა, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში ვირუსს 5 537 პაციენტი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ინდოეთში – 1114, აშშ-ში – 1022 და ბრაზილიაში – 874.

ჯანმო-ს მონაცემით, პანდემიის დაწყებიდან სულ 28,6 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, 917,4 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები