სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

გორში, სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ფაქტი “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცხელი ხაზი გააქტიურებულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები