თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თაკო ჩარკვიანს დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა კი, ცუდად ვარ”,-წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, თავად თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ის ინფიცირების სავარაუდო წყაროდ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში იმ მიკროფონს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ჯერ ასევე კოვიდინფიცირებულ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, შემდეგ კი თვითონ ეკეთა.